როგორ ავარჩიოთ ძაღლი

  1. დიდი, საშუალო თუ პატარა? გრძელბეწვიანი, მოკლებეწვიანი თუ შიშველი? აქტიური თუ ზარმაცი? მონადირე, მწყემსი თუ კომპანიონი? ეს იმ კითხვების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც ძაღლის პოტენციური პატრონები უსვამენ საკუთარ თავს. მხოლოდ ძაღლის ვიზუალური მხარით აღფრთოვანება სამწუხაროდ საკმარისი არაა. აი ის რაც იდეალური მეგობრის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ:

    1. ადგილი, სადაც ძაღლმა უნდა იცხოვროს

    ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, თუმცა ცალკეული ჯიში ცალკეული მიზნისთვისაა გამოყვანილი. მწყემს ან მონადირე ძაღლებს ქალაქგარეთ ცხოვრება ურჩევნიათ, დეკორატიულებს-კორპუსის ბინებში, სხვებს კი ეზოც აკმაყოფილებთ.
    2. კლიმატი
    ძაღლებში სხეულის ტემპერატურის რეგულირება უფრო რთულად ხდება, ვიდრე ადამიანებში. ძაღლები, რომლებსაც ხშირი ბეწვი აქვთ რთულად იტანენ თბილისურ ცხელ ზაფხულს და თუ დიდხანს გაატარებენ მზეზე შესაძლოა გადახურდნენ, სრულიად უბეწვო ძაღლები კი იწვებიან.

    3. ძაღლის ზომა
    ბევრი დიდი ზომის ძაღლი (ირლანდიური ნაგაზი,სენბერნარი, დანიური დოგი, ანატოლიური მეცხვარე) და ზოგიერთი ენერგიული ჯიში (ჯეკ რასელ ტერიერი, პოინტერი, ინგლისური სპრინგერ სპანიელი,სტაფორდშირ ბულტერიერი, ბორდერ კოლი, დალმატინელი, ციმბირული ჰასკი, ვეიმარანერი) პატარა, კორპუსის ბინაში ბედნიერი ვერ იქნება. შესაბამისად, პატარა ძაღლები (ჩიხუახუა, ბიშონ-ფრიზე, პუდელი, მოპსი) პირიქით, დიდ ეზოში ვერ იგრძნობენ თავს კომფორტულად. თუ თქვენ პატარა ადგილი გაქვთ მაგრამ მოგწონთ დიდი ძაღლები, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს, ზოგიერთი გიგანტი (დანიური დოგი, მასტიფი, გრეიჰაუნდი) საკმარისად ზარმაცია ბინაში ცხოვრებისთვის:)
    4. დრო (და ფული) რომელსაც ძაღლის ბეწვის მოვლას მოახმართ
    გაითვალისწინეთ, რომ ზოგი ძაღლის ბეწვი ადამიანის თმასავით იზრდება (იორკშირული ტერიერი, პუდელი, ბიშონ ფრიზე, ში ცუ) . მათი შეჭრა დამოუკიდებლად რთულია, სპეციალისტი კი-ძვირი. თუ არ გაქვთ შესაბამისი ფინანსები და დრო, ჯობს ისეთ ჯიშზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც ნაკლებ მოვლას მოითხოვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგ ჯიშს უფრო ინტენსიურად სცვივა ბეწვი, ვიდრე დანარჩენებს, ასეთები არიან პული, ლჰასა აპსო, ბობტეილი..
    5. დრო, რომელსაც ძაღლის ვარჯიშს დაუთმობთ
    ზოგი ძაღლი მარტივი გასაწვრთნელია, ზოგი კი – ჯიუტი, ზოგს თქვენთან ერთად დივანზე წოლა ურჩევნია, ზოგს კი სირბილი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძაღლი საკმარისს არ იმოძრავებს, გასუქდება და ჯანმრთელობის პრობლემებიც იჩენენ თავს.

    6. შეთავსებადობა
    არცერთი ძაღლი ბუნებით ბოროტი არ არის, მაგრამ ზოგი ჯიში ოჯახზე, ანუ თავის ხროვაზეა ორიენტირებული, ზოგი კი ოჯახიდან ერთს ირჩევს და მას ერთგულობს. ასეთმა ძაღლებმა შესაძლოა ბავშვებზე, სხვა ცხოველებზე ან ოჯახის წევრებზე იეჭვიანონ და ზიანიც მიაყენონ მათ. ასევე, არ შეიძლება ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა ძაღლების ბავშვებთან მარტო დატოვება. ამ შემთხვევაში ისინი ზოგჯერ ერთმანეთს აზიანებენ.

    7. ალერგია
    ბოლომდე ჰიპოალერგიული ძაღლები არ არსებობენ, თუმცა ზოგიერთი ჯიშის ბეწვის სტრუქტურა ძალიან მიახლოებულია ადამიანის თმისასთან, შესაბამისად ისინი ნაკლებად იწვევენ ალერგიას. ასეთი ძაღლების არიან: პუდელი, ში ცუ, იორკშირული ტერიერი, ჩინური შიშველი ძაღლი, ბიშონ ფრიზე, შნაუცერი, ბედლინგტონ ტერიერი, პული, დენდი დინმონტ ტერიერი, ირლანდიული წყლის სპანიელი.
    იმისათვის, რომ გაერკვიოთ რომელი ჯიში უფრო შეეფერება თქვენი ცხოვრების სტილს, გთავაზობთ შემდეგი ტესტების გავლას:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s