სენბერნარი

ისტორია

სენბერნარი შვეიცარიის ნაციონალური ძაღლია, იქ კი ის რომიდან მოხვდა. პირველი ცნობები მათ შესახებ მე-17 საუკუნეში გვხვდება. 1660-იან წლებში ამ ჯიშის ძაღლები ალპებში, წმინდა ბერნარდის მონასტერში ჰყავდათ, რომელიც თავშესაფარს წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ საშიში გზის გავლა უწევდა. თავდაპირველად მათი დანიშნულება ორთვალა ურიკების ტარება და მოდარაჯეობა იყო, თუმცა ბერებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ეს დიდი ძაღლები ადვილად ახერხებდნენ დიდთოვლობაში გზის გაკვალვას. ამის შემდეგ მათ ახალი მოვალეობა გამოუჩნდათ: სენბერნარები ყნოსვით პოულობდნენ თოვლში დაკარგულ ადამიანებს, ულოკავდნენ მათ სახეს და წვებოდნენ მათ გვერდით რომ გაეთბოთ და გონებაზე მოეყვანათ, შემდეგ კი უჩვენებდნენ გზას თავშესაფრისკენ. როგორც წესი ისინი ყელზე ჩამოკიდებულ პატარა, ბრენდით სავსე კასრს ატარებდნენ, რომელიც გადარჩენილ ადამიანს უნდა დაელია გასათბობად.
სენბერნარებმა 3 საუკუნის მანძილზე 2000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. 1800წელს დაავადებების, ცუდ პირობებში ცხოვრებისა და გენეტიკური დარღვევების (ალპებში ძაღლები ახლო-ნათესაურ კავშირებს ამყარებდნენ) გამო მათ გადაშენების საფრთხე დაემუქრათ. გადარჩენილი ძაღლები ნიუფაუნდლენდებთან შეაჯვარეს და შედეგად გრძელბეწვიანი სენბერნარი მიიღეს.1900-იან წლებში სენბერნარმა პოპულარულობის პიკს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს სტატისტიკა კლებულობს, ის მაინც რჩება მოთხოვნადი ჯიშების სიაში.
დღეს სენბერნარები კომპანიონი ძაღლები არიან.
ხასიათი
მიუხედავად თავისი გაბარიტებისა, სენბერნარი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და მეგობრული ძაღლია. ამ თვისებების გამო მას კარგად გამოსდის ბავშვებთან (და საერთოდ ყველასთან) ურთიერთობა და ნებისმიერი ოჯახის იდეალური წევრი გახდება თუ მას საკმარისი ადგილით, საჭმლითა და ფიზიკური დატვირთვით უზრუნველყოფთ. გასაწვრთნელად ადვილია, ცდილობს პატრონს ასიამოვნოს.
მონაცემები
  • სიმაღლე – ხვადი – 70 ძუ – 63
  • წონა – 54-90
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – 8-10 წელი
  • ბეწვი – სჭირდება დავარცხნა კვირაში ერთხელ.ხშირი ბეწვის გამო უჭირს ცხელ კლიმატთან შეგუება.
  • ჯანმრთელობის პრობლემები: ხშირად აწუხებთ ფეხების დისპლაზია, თვალების პრობლემები, კუჭის პრობლემები, ზოგ შემთხვევაში – გულის პრობლემები, დიაბეტი, ოსტეოსარკომა, დერმატიტი, ეპილეფსია.
  1. to hot to go outside for this Saint Bernard. Out and back in again in 20 seconds flat!
    Wed, Jun 20 2012 20:00:00

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s