ირლანდიური ნაგაზი

ისტორია

ირლანდიური ნაგაზის წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ ეს ჯიში ერთ-ერთი უძველესია. ეს ძაღლები ძვ.წ. 1500 წელს საბერძნეთიდან ირლანდიაში, შემდეგ კი რომში მოხვდნენ. პირველად მისი არსებობის დამადასტურებელ ცნობას ჩვ.წ. 391 წელს, სწორედ რომში ვხვდებით. მარადიულ ქალაქში ამ ირლანდიელმა გიგანტებმა სახელი არენაზე ველურ ცხოველებთან ბრძოლით გაითქვეს. მათი ფიზიკური მონაცემები იმდენად შთამბეჭდავია რომ ისინი ბევრი ირლანდიური ლეგენდის მთავარი გმირები არიან.
მე-17 საუკუნეში ეს ნაგაზები ძვირფას საჩუქრად ითვლებოდნენ უცხოელებისთვის. ამ პერიოდში ბრიტანეთი იმდენმა ირლანდიურმა ნაგაზმა დატოვა, რომ ოლივერ კრომველმა კანონით აკრძალა მათი საზღვარგარეთ გაყვანა. მიუხედავად ამისა, ირლანდიაში მგლების გადაშენებასთან ერთად თითქმის გაქრნენ ნაგაზებიც. მათი აღდგენა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მოახერხა ბრიტანული არმიის კაპიტანმა ჯორჯ გრემმა. მან რამდენიმე გადარჩენილი ირლანდიური ნაგაზი შოტლანდიურ მონადირესთან, დანიურ დოგთან, ბორზოისა და ტიბეტურ ნაგაზთან შეაჯვარა.
დღეს ირლანდიური ნაგაზი მონადირე ძაღლების ჯგუფშია.

ხასიათი
ირლანდიური ნაგაზი კეთილი გიგანტია. რბილი, დამყოლი ხასიათი აქვს, ადვილად იწვრთნება, კარგად ეგუება ბავშვებსა და სხვა ცხოველებს. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ დიდი ადგილი, მაგრამ ამ ძაღლის სახლში ყოლა მაინც შეიძლება, რადგან განსაკუთრებული ენერგიულობით არ გამოირჩევიან. თუ დღეში 2 საათი ჰაერზე იქნებიან და სირბილის საშუალება ექნებათ სრულიად საკმარისი იქნება.


მონაცემები
  • სიმაღლე – ხვადი – 79-81სმ ძუ – 71-76სმ
  • წონა – ხვადი – 54კგ ძუ – 47კგ
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – 5-8წელი
  • ბეწვი – უხეში, საჭიროებს მხოლოდ ვარცხნას კვირაში 2ჯერ. 
  • ჯანმრთელობის პრობლემები – ხშირად აქვთ კუჭის პრობლემები. ასევე მიდრეკილები არიან კარდიომეოპათიისა და ოსტეოსარკომისკენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s