კანე კორსოს კლუბის ჩემპიონატი

IMG_8419IMG_8422IMG_8444IMG_8449IMG_8452IMG_8456
IMG_8487IMG_8485IMG_8471IMG_8462IMG_8460IMG_8421
IMG_8511IMG_8524IMG_8555IMG_8559IMG_8563

cane corso, a set on Flickr.

26 ივლისს მცხეთაში, WIT Georgia-ს სტადიონზე კანე კორსოს კლუბის ჩემპიონატი-გამოფენა გაიმართა. მასში მონაწილეობა 30მდე ძაღლმა მიიღო.

კანე კორსო არის უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო და იტალიელი მეცნიერის, ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღლთსაშენებში ამრავლებენ.

კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისებრი.

პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლია გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.

კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამომსახურეო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. კენე კორსო იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.

cane corso from natia zardiashvili on Vimeo.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s